понедельник, 24 февраля 2014 г.

მე ვარ მზია პავლიაშვილი გორის #8 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი. 2008 წლის ოქტომბერში გავიარეთ ტრენინგი, სადაც გავეცანით GEARN -ის ქართულ პროექტებს. ჩვენი სკოლა აქტიურად ჩაერთო პროექტების განხორციელებაში. IX კლასის მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ განგვეხოერციელებინა პროექტი "ტურისტული გზამკვლევი". ბავშვებმა აირჩიეს მარშრუტი გორი-უფლისციხე. პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მათ მოაგროვეს ინფორმაცია უფლისციხის გეოგრაფიული მდებარეობის, წარმოშობის, არქიტექტურის, მნიშვნელოვანი მოვლენების, ომების, კულტურის, მოსახლეობის საქმიანობის და სამზარეულოს შესახებ.





უფლისციხესთან



უფლისციხესთან
სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის_
დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა. . .
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე
სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე
ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია. . .
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია
ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: “ვინ ვის?!”
ბებერ გულში ლახვრად მაჩნია. . .
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი
სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!

( მურმან ლებანიძე 1971 წელი)



გორიდან თითქმის უფლისციხემდე

ამ უკაცრიელ კლდეთა კალთებზე,
ამ ბამბის ქულა ღრუბლებში თითქოს
ღაღადებს ვიღაც. . . ვინ დამაჯერებს,
იქ ზენაგან არავინ იყოს?
იდუმალებით ბურუსით მოცულთ
მიუპყართ ყური, ო, თქვენც მიხედეთ,-
სამარადისოს ჩურჩულებს ვიღაც. . .
გორიდან თითქმის უფლისციხემდე!


(ანა კალანდაძე)


1 комментарий:

  1. შესანიშნავია ეს ტურისტული გზამკვლევი მათთვის, ვინც ამ ისტორიული ადგილის დათვალიერებას გადაწყვეტს. დიდი მადლობა ქალბატონ მზიას და მის მოსწავლეებს ასეთი მასალის მომზადებისათვის. მე ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია შევიტყვე უფლისციხის შესახებ.

    ნ. ლომიძე

    ОтветитьУдалить