понедельник, 24 февраля 2014 г.

მე ვარ მზია პავლიაშვილი გორის #8 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი. 2008 წლის ოქტომბერში გავიარეთ ტრენინგი, სადაც გავეცანით GEARN -ის ქართულ პროექტებს. ჩვენი სკოლა აქტიურად ჩაერთო პროექტების განხორციელებაში. IX კლასის მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ განგვეხოერციელებინა პროექტი "ტურისტული გზამკვლევი". ბავშვებმა აირჩიეს მარშრუტი გორი-უფლისციხე. პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მათ მოაგროვეს ინფორმაცია უფლისციხის გეოგრაფიული მდებარეობის, წარმოშობის, არქიტექტურის, მნიშვნელოვანი მოვლენების, ომების, კულტურის, მოსახლეობის საქმიანობის და სამზარეულოს შესახებ.





უფლისციხესთან



უფლისციხესთან
სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის_
დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა. . .
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე
სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე
ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია. . .
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია
ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: “ვინ ვის?!”
ბებერ გულში ლახვრად მაჩნია. . .
არავითარი
სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი
სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!

( მურმან ლებანიძე 1971 წელი)



გორიდან თითქმის უფლისციხემდე

ამ უკაცრიელ კლდეთა კალთებზე,
ამ ბამბის ქულა ღრუბლებში თითქოს
ღაღადებს ვიღაც. . . ვინ დამაჯერებს,
იქ ზენაგან არავინ იყოს?
იდუმალებით ბურუსით მოცულთ
მიუპყართ ყური, ო, თქვენც მიხედეთ,-
სამარადისოს ჩურჩულებს ვიღაც. . .
გორიდან თითქმის უფლისციხემდე!


(ანა კალანდაძე)